Wednesday, June 6, 2018

სტანდარტული გაკვეთილი მესამე კლასში


სტანდარტული გაკვეთილის გეგმა


მასწავლებელი
ლენა კაპატაძე

საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა


გაკვეთილის ტიპი


სტანდარტული გაკვეთილი.  


გაკვეთილის  თემა

„სპილო და ჭიანჭველები“

კლასი/საფეხური
მე-3 კლასი, დაწებითი


მოსწავლეთა პროფილი
5 მოსწავლე შშმ და სსმ მოსწავლე არ გვყავს




გაკვეთლის ჩატარების დრო

12 .12 .2017

სტანდარტი
ქართ III.2.  მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მოსმენა,
                     გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა.
ქართ III.3.  მოსწავლეს შეუძლია ძირითადი ენობრივ-გრამატიკული
                     საშუალებების სათანადოდ გამოყენება.
ქართ III.4.  მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას.
ქართ III.12. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის
                      დამოუკიდებლად შექმნა, აზრის გასაგებად ჩამოყალიბება. 

გაკვეთილის მნიშვნელოა/აქტუალობა
ხელს შეუწყობს ცოდნის ინტეგრირებას, სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარებას, წინარე ცოდნაზე ახალი ცოდნის აგრბას.

მიზნები და შედეგები
·         კითხვისა და საუბრის უნარ ჩვევების განვითარება
·         ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
·         მოსმენის უნარის განვითარება.
·         შთაგონებისა და ცნობისმოყვარეობის გაღვივება.
·         მხატვრული ტექსტის გაგება გააზრება.


წინარე ცოდნა
         მოსწავლეების  უმეტესობას შეუძლია  იგავ -არაკების  შინაარსის
 მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, ,,იგავის ენის გაგება“,  შეგონების ამოცნოა და გათავისება.






კლასის ორგანიზების ფორმა
ინდივიდუალური, ჯგუფური, მთელი კლასი
რესურსები
დაფა, ცარცი, მარკერი, საწერკალამი, რვეული, ფოტოკამერა, კომპიუტერი, პროექტორი, სახელმძღვანელო (მე-3 კლასის ,ავტორი ნ.გორდელაძე)


შეფასების რუბრიკა
                                                 
თვითშეფასება.
 ურთიერთშეფასება.
  განმავითარებელი.


გაკვეთილის ჩატარების ხანგრძლივობა
45 წთი






გაკვეთილის მსვლელობა

N
               
     აქტივობა / აქტივობის     აღწერა


დრო
1


                    გამოწვევა

მისალმებმა
დასწრების შემოწმება
მოტივაციის ამაღლება 
 გაკვეთილის თემის  გააცნობა
 მიზნები და მოსალოდნელი შედეგების გაცნობა
შეფასების სქემების გაცნობა
 საშინაო დავალების შემოწმება                                





6 წუთი

2
წინარე ცოდნის გააქტიურება


          რა არის იგავი? ვინ არის პირელი ქართველი მეიგავე? რომელი იგავები გვაქვს ნასწავლი...როგორ გესმით  ბრძნული გამონათქვამი ,,ძალა ერთობაშია“
       
 მასწავლებელს გამოყავს მოსწავლე, მისცემს წნელის კონას , თხოვს გადატეხოს. შემდეგ სხვა მოსწავლეს  მიაწოდებს ერთ წნელს, ის გადატეხავს. მოსწავლეები იმსჯელებენ, რატომ ვერ გადატეხა, მათმა ამხანაგმა წნელის კონა, რომელი იგავ-არაკი  გაახსენათ ამ ფაქტმა? რა არის ამ იგავის შეგონება?



5 წუთი





 3





















































4














5











6














7




















  


 8






    9 

 






  















 წვდომა 

    

მეთოდი:  ორიენტირებული მოსმენა და აზროვნება;



ტექსტის წაკითხვამდე  მასწავლებელი  წაუკითხვას გამოცანას:

,,
უზარმაზარი, ასობით კილო, ტლანქი და მოუქნელი’’ (სპილო)

გააცნობს მოსწავლეებს იგავ-არაკის სათაურს და აჩვენებს  ილუსტრაციას

-
როგორ ფიქრობთ, რის შესახებ იქნება იგავ-არაკი?

  
მასწავლებელი დასმულ შეკითხვაზე წარმართავს დისკუსიას, რათა მოსწავლეებმა გამოთქვან ვარაუდები და წარმოაჩინონ  საგანთან დაკავშირებული იდეები.

  
ტექსტი წინასწარ დაყოფილია რამდენიმე ნაწილად. ტექსტი გაწყვეტილია საკვანძო საკითხებთან, რათა შემდეგ მონაკვეთში მოსწავლეებმა ვარაუდი გამოთქვან მოცემული სიუჟეტის შესახებ.




 მეთოდი ძირითადად მოსწავლის მიერ მოსმენილი და დამახსოვრებული

ტექსტის ვარაუდებზეა  აგებული.

    როგორ ფიქრობთ? რა  მოხდება?  რატომ ფიქრობთ ასე?  სინამდვილეში  რა მოხდა?

                                         სათაურის მოსმენის შემდეგ 

I მონაკვეთის მოსმენის შემდეგ

II 
მონაკვეთის მოსმენის შემდეგ

III 
მონაკვეთი  მოსმენის შემდეგ

  
მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს ტექსტის შინაარსთან დაკავშირებით, როგორც კითხვის დაწყებამდე, ასევე,   კითხვის დროს, დიალოგში ერთვებიან და საკუთარ ვარაუდებს ტექსტთან აჯერებენ. ეს აქტივობა მიზანმიმართულ მოსმენა-აზროვნების საქმიანობის ფორმას იღებს.

 
მასწავლებელი ტექსტს კითხულობს ნაწილ-ნაწილ, ჯერ პირველ პაუზამდე და მოსწავლებს ეკითხება:

 -თქვენი აზრით რამ მოუტანა ჭიანჭველებს  გამარჯვება?

 - მოგეწონათ  იგავი?

 -რას ფიქრობთ მოსმენილის შესახებ?...

       

                            
                                
აქტივობა N 4

ბარათების მეთოდი

 
მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ბარათებს, რომრლზეც წერია სხვა სიტყვებიც, ტექსტში გამოყენებულ საკვანძო სიტყვებსა და ფრაზებთან ერთად. დავალება ეძლევათ  წყვილებში სამუშაოდგაიხსენონ და გახაზონ  ის სიტყვები და ფრაზები, რომლებიც ტექსტში იყო გამოყენებული.

                             

                                                 აქტივობა  N5

                              მეთოდი:,,ჯიქსოუ’’

 
მოსწავლეებს ჯგუფებში ურიგდებათ  დანაწევრებული ტექსტი.   მათ ევალებათ წაიკითხონ ტექსტი, დაალაგონ სწორი თანმიმდევრობით და  დაასათაურონ
ტექსტის შინაარსის გაგებისთვის მნიშვნელოვანია მოვლენების თანმიმდევრულად დაწყობა, ეს მოსწავლეებს ეხმარება, ნაწარმოები აღიქვან, როგორც ერთმანეთთან დაკავშირებული ნაწილების ერთობლიობა და არა, როგორც დაუკავშირებელი მონაკვეთებისაგან შემდგარი ტექსტი.




აქტივობა  N6

ნამუშევრების პრეზენტაცია

     ეს აქტივობა მოსწავლეებს  ეხმარება შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები, რამდენად შეუძლიათ ზეპირად გადმოსცენ წაკიხულით აღძრული განცდები, შთაბეჭდილებეი, განწყობა.
       გაკვეთილის  მიზანი აზრის თანმიმდევრულად გადმოცემის უნარის განვითარებაა.




                             აქტივობა N 7

,,დამიტოვეთ  სათქმელი’’

   დაფაზე იწერება წინადადებები - მოსწავლეების მიერ მოფიქრებული დასკვნები:


  

  საშინაო დავალება - თქვენ როგორ დაასრულებდით იგავ-არაკს?





შეფასება ( რუბრიკების მიხედვით(დანართი 1)







12წთ























































3 წუთი












6წთ











3 წთ













4 წთ














3 წუთი 






1წთ 






 2 წთ































    


    




                     
  

თვითშეფასების  და ურთიერთშეფასების რუბრიკა

გვარი,სახელი
,,საუკეთესო“

,,კარგი“
,,შენ შეგიძლია“


















მასწავლებლის მიერ საგაკვეთილო პროცესის შეფასება

გვარი სახელი
პრეზენტაციის
შეფასება
ჯგუფური მუშაობის
შეფასება
კითხვის სტრატეგიეის
ფლობა
კითხვა- პასუხის უნარის შეფასება


საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა





























































 გაკვეთილის რეფლექსია

      გაკვეთილის გეგმით გათვალისწინებული  ყველა აქტივობა (სარეზერვო აქტივობის ჩათვლით)  განვახორციელე. აქედან  გამომდინარე ვთვლი, რომ მიზანს მივაღწიე.   ამ გაკვეთილის  ჩატარებამ შემძინა  გარკვეული გამოცდილება.  დავრწმუნდი, რომ  შემიძლია  მოსწავლეებს შევთავაზო  საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით  გამდიდრებული  გაკვეთილი. დაგეგმილმა  აქტივობებმა  გაზარდა   მათი მოტივაცია და ჩართულობა. ყველა მოსწავლე გრძნობდა   ჩემ  ყურადღებას.  გამიჩნდა სურვილი დავგეგმო ახალი, ამჯერად  ინტეგრირებული გაკვეთილი. 
         ამ  გაკვეთილმა  სასწავლო პროცესი  გახადა  მოსწავლეზე უფრო მეტად  ორიერტირებული, რადგან მოსწავლეებს მივეცი  საშუალება გამოევლინათ  საკუთარი  ნიჭი  და შესაძლებლობა.  მოსწავლეებს  ამ გაკვეთილზე განუვითარდათ  მნიშვნელოვანი უნარები, როგორიცაა:  კითხვის,  ანალიზის,  ,  გაწერილ დროში  მუშაობის, პრეზენტაციის... ვფიქრობ,   სასწავლო  პროცესის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს  ასეთი გაკვეთილი.
      ეს გაკვეთილი  სარგებელს მოუტანს დამსწრე  კოლეგებსაც. მათ  სურვილი გაუჩნდებათ  თვითონ დაგეგმონ  მსგავსი ტიპის გაკვეთილი.   კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე შეიტანონ გეგმაში გარკვეული  ცვლილებები და განახორციელონ პრაქტიკაში.
         მოსწავლეების  ნაწილს უფრო მეტი მუშაობა სჭირდებათ კითხვის მიმართულებით.   დამატებითი მუშაობის ხარჯზე  გავაუმჯობესებ  პატარებში  კითხვის უნარს. 
      ვიმედოვნებ,  მეორე   გაკვეთილზე წარმატებით გამოვიყენებ ამ გამოცდილებას  და  შეფასების ჯგუფის უკუკავშირს. 
           













                     

1 comment:

  1. მომწონს თქვენი ნამუშევარი

    ReplyDelete