Friday, March 23, 2018

სოციალური პროექტი








   მასწავლებლის ერთი უმთავრესი პროფესიულ მოვალეობათაგანია მოსწავლეების მშობლებთან ურთიერთობა. ამ ურთიერთობამ ხელი უნდა შეუწყოს სწავლებისა და სწავლის ეფექტიანობას. მოსწავლის აღზრდა-განათლებასა და პიროვნებად ჩამოყალიბებას.   მასწავლებლისა და მშობლის როლი, ფუნქციები, ამოცანები და საბოლოო მიზნებიც კი ნაწილობრივ თანხვდება ერთმანეთს. სამაგიეროდ, სრული თანხვედრაა მათ ინტერესებში, ამიტომ მასწავლებლისა და მშობლის ურთიერთობის ბუნებრივი და უალტერნატივო ფორმა თანამშრომლობაა. 
      ნებისმიერ თანამშრომლობას აქვს თავისი პირობები და ორივე მხარისათვის სავალდებულო თამაშის წესები, რომელთა დაცვის გარეშე თანამშრომლობა ვერ შედგება. მასწავლებლისა და მოსწავლის მშობლის თანამშრომლობის ასეთ არსებით და აუცილებელ პირობას ეთიკური ნორმების დაცვა, ურთიერთნდობა და კეთილგანწყობა წარმოადგენს.
სოციალური პროექტის გეგმა


სოციალური პროექტის ავტორი
სახელი და გვარი
ლენა კაპატა
რაიონი
ვანი
სკოლა
ისრითი
სოფელი
დიხაშო
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
მასწავლებლისა და მოსწავლის მშობლის თანამშრომლობა.
თემის შინაარსი

2 .  პროექტის   სახელი

 „სკოლა და მშობელი“

2.  პროექტის   მთავარი   იდეა  (  თემა  )

     მასწავლებელსა და მოსწავლის მშობელს შორის ნორმალური  ურთიერთობის დამყარება.


         მასწავლებლისა და  მოსწავლის  მშობელს  შორის  ნორმალური  ურთიერთობის დამყარების 
მთავარი  მოტივია  მასწავლებლის  ერუდიცია.  მასწავლებელმა  არა მხოლოდ  ცოდნით,  არამედ 
განათლების  ძალით,  ერუდიციით  უნდა დაარწმუნოს მშობელი  თავისი  რეკომენდაციების  
ჭეშმარიტებაში. ამას  მედიცინაშიც  ფართოდ იყენებენ  და  მას ლოგოთერაპიას,  ანუ  სიტყვით 
მკურნალობას უწოდებენ,  მაგრამ განა ყველა მკურნალ-ექიმს შეუძლია გამოიყენოს
თავის პრაქტიკაში ლოგოთერაპია. ლოგოთერაპიას  მხოლოდ  მაღალი  ერუდიციის  მქონე  ექიმები 
მიმართევენ  და ავადმყოფებსაც სჯერათ მათი.   მასწავლებლისა და  მოსწავლის  მშობლის
ურთიერთობა  ცოცხალი  საქმეა.  იგი სისტემატურად  უნდა  იხვეწებოდეს  და  მდიდრდებოდეს  შინაარსით. მასწავლებელთან შეხვედრას უნდა ნატრობდეს მშობელი. ასეთ პედაგოგს შეუძლია გაღიზიანებისა  და  ნერვოზული  სიტუაციებისაგან  დაიცვას  მშობლებიც  და აღსაზრდელებიც, რაც  მოსწავლეთა ჯამრთელობის  შენარჩუნებისა და   სწავლების
მაღალი ხარისხის საწინდარია. 
·                 



3.  პროექტის   აქტუალობა 

      მასწავლებელსა  და  მოსწავლის  მშობლებს  შორის  თანამშრომლობით ურთიერთობას  თავისი
      მყარი  საფუძველი  აქვს.  ეს  გახლავთ  ოჯახსა  და  სკოლას შორის  არსებითი  განმასხვავებელი  ნიშნების  დადგენა  და  მუშაობის          აგება  ამ განსხვავებული  ნიშნების გათვალისწინებით.




4.  პროექტის   მიზნები :




             მასწავლებლის  მუშაობა  მშობელთან მიზნად  ისახავს  სკოლასთან ოჯახის  ორგანული  
კავშირის  განმტკიცებას,  რაც  ისევ მოსწავლის  ახალი  ცოდნის  გამდიდრებაში  გამოიხატება.  
სკოლის  კვალდაკვალ ოჯახიც  უნდა  ცდილობდეს  მოსწავლის  მუშაობა  საშინაო  დავალებების
         შესასრულებლად  იყოს  საქმიანი,  გააზრებული,  პრაქტიკაში  ცოდნის  გამოყენების უნარ
-ჩვევების  განმტკიცება  ხდებოდეს.  გააზრებული  სწავლის  საუკეთესო საშუალებად  კლა-
სიკურ  პედაგოგიკაში  მიიჩნევენ  სხვისთვის  სწავლებას.  იან  ამოს კომენსკი  წერს: „როცა 
მოსწავლეს  მუდამ  ექნება  საშუალება  შეასრულოს,  ასე ვთქვათ,  მასწავლებლის  მოვალეობა,  ის  
იგრძნობს  ერთგვარ  მხნეობას და  სწავლის ხალისს  და  გამოუმუშავდება  გამბედაობა,  რომ 
საზოგადოების  წინაშე  გატაცებით ილაპარაკოს  ყოველგვარ  მნიშვნელოვან  საკითხებზე,  ხოლო  
ეს  განსაკუთრებით სასარგებლო იქნება ცხოვრებაში .“







·                     პრეზენტაციის მომზადება ;


             მასწავლებელთაგან  ბევრი  ფიქრობს,  რომ  მან  სრული  სიმართლე  უნდა უთხრას 
       მოსწავლის  მშობელს  და  ამ  სიმართლეში  იგი  ბავშვის  ანცობას, უდისციპლინობას,
    უსწავლელობას  გულისხმობს.  მეცნიერულად  კი  დადგენილია, რომ თუ სკოლა უნდა იყოს 
     ოჯახის მოკავშირე და თავის მხრივ ოჯახს თუ სურს იყოს  სკოლის  მოკავშირე,  ყველა 
     მიმართულების  კავშირის  ვექტორი  უნდა გადიოდეს  მასწავლებელ-მოსწავლე- მშობლის 
      ურთიერთობაზე.  მასწავლებელმა ყოველ  შეხვედრაზე  მშობელს  მისი  შვილის  მხოლოდ 
    უარყოფით თვისებებზე  არ უნდა  ელაპარაკოს.




 5.    V- კლასის მშობლებთან თანამშრომლობა

6.  ვადები  /  ხანგრძლივობა :   ერთი   თვე .

7.  მოსალოდნელი   შედეგები / პროდუქტები,   რაც   შეიძლება   შეიქმნას :

                    ექსკურსია მშობლების თანხლებლით;

                   მშობლებთან შეხვედრების ამსახველი ფოტო მასალა;

                    თანამშრომლობის გაუმჯობესება

                    სწავლის  ხარისხის ამაღლება

                             ქცევის წესების  გაუმჯოესება
                             
                         ჯანსაღი და განათლებული თაობის აღზრდა

               

·                     



8.  პროექტისთვის   საჭირო   ძირითადი   რესურსები :

                    კომპიუტერი ,  ინტერნეტი ,  , ციფრული კამერა;

                    საჭირო   ლიტერატურა ;

                     ფორმატისა   და   თაბახის   ფურცლები ;

                     ფანქრები   და   კალმები . 



9.  პროექტის   მსვლელობა  (  ძირითადი   აქტივობები  ):

     აქტ . 1 .  მასწავლებლის   მიერ   მოსწავლეთათვის  და მოსწავლეთა მშობლებისათვის   თანამშრომ
                        ლობის  შესახებ  დებულებისა  და იდეის   გაცნობა ;

       აქტ . 2.      კითხვებისა   და   პრობლემების   ჩამოყალიბება ;

        აქტ . 3.   ორგანიზაციული   საკითხები :

                   
                     ფუნქციების   განაწილება ;

                    კონკრეტული   დავალებების   მიცემა .

       აქტ . 4.   მუშაობის   დაწყება :

       პირველ ეტაპზე გავარკვევთ რა პრობლემები გვაქვს, რა პრობლემები წარმოიშობა მასწავლებ
ლისა და მოსწავლის მშობლის ურთიერთობაში, დავსახავთ პრიორიტეტებს,დავგეგმავთ , რა როდის
 და როგორ გავაკეთოთ     ასევე განვიხილათვ პრობლებების გადაჭრის გზებს.

      აქტ . 5.   შესრულებული   სამუშაოს   შეჯამება ,  აუდიტორიისათვის  გაცნობა :

·                        მასალას   განვათავსებთ   ბლოგზე .



         აქტ . 6.  სოციალური  პროექტის   შეფსება :

       დაკვირვებისა   და   ანალიზის   ობიექტი   შეფასებისას   იქნება :

·              1.  მონაწილეთა ჩართულობა სოციალურ პროექტში
                      
                     2.     მიღებუი შედეგები

·               3.  მიღებული ცოდნისა და გამოცდილების სხვა სიტუაციაში  გამოყენებაა

·                     



  პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი  ლენა კაპატაძე
                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                               
  პროექტის   ხელმძღვანელის   ელ .   kapatadzelena@gmail.com

   პროექტის ვებ გვერდიhttps://www.blogger.com/blogger.g?







ჩემი პატარები.

მე-5 კლასი.






       მე და ჩემი მშობლები.










სამუშაო შეხვედრები:








ექსკურსია რაჭაში.






















No comments:

Post a Comment