სოციალური პროექტი
სოციალური პროექტის გეგმა
სოციალური პროექტის ავტორი
| |
სახელი და გვარი
|
ლენა კაპატაძე
|
რაიონი
|
ვანი
|
სკოლა
|
ისრითი
|
სოფელი
|
დიხაშო
|
თემის მონახაზი
| |
.თემის დასახელება
| |
დავეხმაროთ ბავშვებს რეალურ ცხოვრებაში დაბრუნებაში!
| |
თემის შინაარსი
| |
გაიზარდა მშობლების, მასწავლებლების ღელვა ბავშვების მომავლის გამო, რომლებიც
მეტისმეტად დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან. მკვეთრად იმატა ფსიქოლოგებთან
ვიზიტებმა ბავშვის კომპიუტერული დამოკიდებულების ჩივილებით. ეს დამოკიდებულ
ება, ფსიქოლოგიურის გარდა, ჯანმრთელობის პრობლემებსაც იწვევს.
როგორ უნდა მოვიქცეთ?
1. დააწესეთ შეზღუდვები სკოლამდელი და უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის!
2. დაეხმარეთ ბავშვს რეალურ ცხოვრებაში დაბრუნებაში!
3.ბავშვს ძალიან ცოტა დრო უნდა რჩებოდეს კომპიუტერული თამაშებისთვის!
4. კომპიუტერი აქციეთ განსავითარებელ ინსტრუმენტად!
აუცილებელია ბავშვი , მაქსიმალურად დაკავებული იყოს არა ვირტუალურ, არამედ
რეალურ სამყაროში. იგივე სექციები, წრეები, სკოლაში მიცემული დავალებები ამ
ამოცანის შესრულებაში დაგეხმარებათ თავისუფალ დროს მოაწყვეთ ბავშვები კინოში
წაიყვანეთ, თეატრში, გადაატანინეთ ყურადღება რეალურ სამყაროზერაც ყველაზე
მთავარია. ბავშვი რომ კომპიუტერს არ მიეჯაჭვოს, აუცილებელია, ოჯახში ისეთი
გარემო იყოს, რომ მან იგრძნოს, რომ ის მეგობრული, მოსიყვარულე ოჯახის წევრია და
არა მხოლოდ მშობლებთან ერთად სახლში მცხოვრები ადამიანი.
ყოვლივე ამის მისაღწევად აუცილებელია შეიკრას ჯაჭვი-მასწავლებელი-ბავშვი-
მშობელი.
1 . პროექტის სახელი :
კომპიუტერი ვაქციოთ განსავითარებელ ინსტრუმენტად!
2. პროექტის მთავარი იდეა ( თემა )
ბავშვებს თუ სწორად მიუდგებით, მათთვის კომპიუტერი შემეცნებით
ინსტრუმენტად იქცევა და ბავშვის განსავითარებელ საშუალებად. ინტერნეტი
არა მხოლოდ თამაშებია, არამედ უდიდესი შესაძლებლობა განსავითარებლად, ახალი
ინფორმაციის ასათვისებლად.
3. პროექტის აქტუალობა
კომპიუტერს მიჯაჭვულ ბავშვს აღარც თანატოლები უნდა, აღარც სხვაგვარი თამაშებ
ი, არც სწავლა და არც მშობლები. მასწავლებლების და
მშობლების ამოცანაა, დროულად იმოქმედონ და რეალურად დაეხმარონ. უნდა იპოვონ
დრო ბავშვთან დასალაპარაკებლად, გაიზიაროთ მისი განცდები. მასთან ურთიერთობა
ყველაზე მთავარია და ეს უნდა აგრძნობინოთ ყოველთვის. შეუწყვეთ ხელი, რაც შეიძლ
ება მეტად იურთიერთოს თანატოლებთან, ჰქონდეს შესაძლებლობა, სხვა რამეებით გაერ
თოს, დააკავეთ მისთვის საინტერესო წრეზე, ხელი შეუწყვეთ მისი ნიჭების განვითარება
ს. ხშირად ასეირნეთ, გაატარეთ მასთან ბევრი დრო, ემეგობრეთ თქვენს შვილს. ხელის
ჩაქნევაზე იოლი ხომ არაფერია. უნდა ეცადოთ, ბავშვი არ გახდეს კომპიუტერზე
დამოკიდებული.
4. პროექტის მიზნები :
დავეხმაროთ ბავშვს რეალურ ცხოვრებაში დაბრუნებაში! კომპიუტერი ვაქციოთ განსავითარებელ ინსტრუმენტად! ბავშვს ძალიან ცოტა დრო უნდა რჩებოდეს კომპიუტერული თამაშებისთვის! და რაც მთავარია დავიცვათ ბავშვები სახიფათო ონლაინ თამაშებიდან, კიბერ საფრთხეებიდან, რადგან კიბერ სივრცე დიდ ქალაქს ჰგავს. იქ განთავსებულია ბიბლიოთეკები, უნივერსიტეტები, მუზეუმები, გასართობი ადგილები, სხვა ადამიანებთან შეხვედრის შესაძლებლობები. გარდა ამისა, ისევე როგორც ნებისმიერ თემში ან ქალაქში, აქაც არიან ადამიანები ან ადგილები, რომელსაც თავი უნდა არიდოთ ან სიფრთხილით მოეკიდოთ.
საფრთხეების და მათი თავიდან არიდების სტრატეგიების ცოდნით, თქვენ შეძლებთ ინტერნეტის დადებითი ასპექტების გამოყენებას და პრობლემების თავიდან აცილებას.
· პრეზენტაციის მომზადება ;
ყველა მიმართულების კავშირის ვექტორი გადის მასწავლებელ-მოსწავლე- მშობლის ურთიერთობაზე.
ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ პრობლემის მოგვარებას.
5. VI- კლასის მშობლებთან-მოსწავლეებთან- მასწავლებლებთან თანამშრომლობა
6. ვადები / ხანგრძლივობა : 1.02-28.02 2019 წელი/ ერთი თვე .
7. მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები.
· მინი ლექციები მშობლების თანხლებლით ონლაინ თამაშების საფრთხეებზე.
· მოსწავლეთა მუდმივი შეგონება
· თანამშრომლობის გაუმჯობესება მოსწავლეებთან და მშობლებთან
· ქცევის წესების გაუმჯოესება
· ჯანსაღი და განათლებული თაობის აღზრდა
·
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები :
კომპიუტერი , ინტერნეტი , , ციფრული კამერა;
საჭირო ლიტერატურა ;
ფორმატი და თაბახის ფურცლები ;
ფანქრები და კალმები .
9. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები ):
აქტ . 1 . მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის და მოსწავლეთა მშობლებისათვის თანამშრომ
ლობის შესახებ დებულებისა და იდეის გაცნობა ;
აქტ . 2. კითხვებისა და პრობლემების ჩამოყალიბება ;
აქტ . 3. ორგანიზაციული საკითხები :
ფუნქციების განაწილება ;
კონკრეტული დავალებების მიცემა .
აქტ . 4. მუშაობის დაწყება :
პირველ ეტაპზე გავარკვევთ რა პრობლემები გვაქვს, რა პრობლემები წარმოიშობა ინტერნეტ სივრცეში ბავშვების უყურადღებოდ ყოფნის დრს, დავსახავთ პრიორიტეტებს, დავგეგმავთ , რა როდის და როგორ გავაკეთოთ . ასევე განვიხილათვ პრობლებების გადაჭრის გზებს.
აქტ . 5. შესრულებული სამუშაოს შეჯამება , აუდიტორიისათვის გაცნობა :
· მასალას განვათავსებთ ბლოგზე .
აქტ . 6. სოციალური პროექტის შეფასება :
დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება :
· 1. მონაწილეთა ჩართულობა სოციალურ პროექტში
2. მიღებუი შედეგები
· 3. მიღებული ცოდნისა და გამოცდილების სხვა სიტუაციაში გამოყენებაა დაგაზიარება.
·
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი ლენა კაპატაძე
პროექტის ხელმძღვანელის ელ . kapatadzelena@gmail.com
|
No comments:
Post a Comment