Saturday, September 10, 2022

ბულბულისა და მუშის იგავი

 

ბულბულისა და მუშის იგავი

ეზოპე

ერთი მუშა მთელი ზაფხულის განმავლობაში ტკბებოდა ბულბულის გალობით. ისე სიამოვნებდა კაცს მისი სიმღერა, რომ დახარბებულმა ერთ ღამესაც მახე დაუგო ბულბულს და დაიჭირა.

ხომ დაგიჭირე!“ – წამოიძახა მან და თან სიხარულის ცრემლები სცვიოდა. „ამიერიდან შენ მუდამ ჩემთან იქნები და მიმღერებ.“

ბულბული არასდროს მღერის გალიაში.“ – უთხრა ჩიტმა მუშას.

თუ არ იმღერებ შეგჭამ!“ – უპასუხა მუშამ მას. „ხშირად მსმენია, რომ ბულბულებს გემრიელი ხორცი აქვთ.“

ნუ  მომკლავ, გთხოვ.“ – შეევედრა მუშას ბულბული. „გამათავისუფლე და სამ რამეს გეტყვი, რომელიც ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე ჩემი გამხმარი სხეული.“

მუშა დათანხმდა ბულბულს და გალიიდან გამოუშვა. ბულბული ხის ტოტზე შემოჯდა და კაცს უთხრა:

პირველი: არასოდეს ენდო სხვის დაპირებას. მეორე: ყოველთვის დააფასე ის, რაც გაქვს. და მესამე: სინანული ვერ დაგიბრუნებს იმას, რაც უკვე დაკარგულია…“

ამ სიტყვების შემდეგ ბულბული გაფრინდა და უკან არასოდეს დაბრუნებულა

 

 

 

     წავიკითხოთ იგავ-არაკი

     განვსაზღვროთ დასმული პრობლემა შეკითხვების დახმარებით

     გამოვხატოთ პოზიციები

     ჩავატაროთ გონებრივი იერიში

     გავესაუბროთ ავტორს

 

 

 ·      როგორ უკავშირდება მოცემული თემატური ერთეული კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებას? რატომ მიიჩნევთ ასე?

                მოცემული თემატური ერთეულიდან დაასახელეთ კონკრეტული აქტივობა/აქტივობები, რომლებიც ავითარებს მოსწავლეებში კრიტიკულ აზროვნებასა და პრობლემის გადაჭრის უნარს.

             კიდევ რა სახის აქტივობებით შეიძლება თემატური ერთეულის გამდიდრება, რომ იგი უფრო მეტად იყოს ორიენტირებული მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარებაზე.

----

No comments:

Post a Comment