Sunday, December 1, 2019

კლუბი - „ პატარა მკითხველები“








კლუბი - „ პატარა მკითხველები“


 




გადავწყვიტე III-IV კლასში ჩამომეყალიბებინა ,,ნორჩ მკითხველთა კლუბი, რომლის მიზანიც იქნებოდა მოსწავლეებში წიგნის სიყვარულის გაღვივება, მისამი ინტერესის გაზრდა, კითხვისმოსმენისა და წაკითხულის გააზრების უნარების განვითარება და ზოგადად კითხვისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება, რაც შემდგომში მოსწავლეებს დაეხმარებათ შეძენილი უნარები პრაქტიკულად, ყოველდღიურ ურთიერთობებში.








განაცხადი  კლუბის შექმნის შესახებ   





სსიპ  ვანის სოფ. ისრითის საჯარო სკოლის დირექტორს, 

ბ-ტ კობა შენგელიას

ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის 

 ლენა კაპატაძის     







გ  ა  ნ  ც  ხ  ა  დ  ე  ბ  ა

            

 კარგი იქნება ჩვენს სკოლაში დაიწყოს ფუნქციონირება კლუბმა - ,,პატარა მკითხველები“. კლუბის მიზნებია: მოსწავლეთა ინტელექტის ამაღლება და მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაცია; წიგნიერების განვითარება;

გთხოვთ, დაგვრთოთ ნება, რომ აღნიშნულმა კლუბმა ამა წლის სექტემბრიდან დაიწყოს მუშაობა
                                                                 
                                                                            განმცხადებელი: ლ.კაპატაძე



                                                                                       თარიღი : 19.09.2019




იწყებს ფუნქციონირებას წიგნის კითხვის  კლუბი. მოვაწყობთ წიგნების განხილვა-დისკუსიებს, ჩავატარებთ პოეზიის საღამოს,  გამოვუშვებთ ლიტერატურულ ჟურნალს,  შევქმნით კედლის გაზეთებს, ნახატებს  წაკითხული ტექსტების მიხედვით .

კლუბში გასაწევრიანებლად გიწვევთ III-IV კლასის მოსწავლეებს.


                                                                                     პატივისცემით, პედაგოგი ლ.კაპატაძე












 კლუბის  ,,პატარა მკითხველების“

წესდება

1.ზოგადი დებულებები
1.1.  ისრითის საჯარო სკოლაში შეიქმნა საკლასო წიგნის კლუბი. დაფუძნებულია მესამე და მეოთხე კლასების ფარგლებში.
1.2 . კლუბი დაფუძნებულია 2019-2020 სას. წლის ვადით.
1.3.კლუბს აქვს საგანმანათლებლო ხასიათი
1.4 . კლუბებს აქვს სახელწოდებები .
1.5. კლუბს აქვს საკუთარი ლოგო და სლოგანი

1.6.  კლუბების იურიდიული მისამართისაქართველო ვანის მუნიციპალიტეტი, სოფელი ისრითი.

    2. კლუბის მიზნები და ამოცანები:
2.1. წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და მისადამი ინტერესის გაზრდა;
2.2. კითხვისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება;.
 2.3.მოზარდთა ინტელექტის ამაღლება და მოსწავლეთა შორის მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაცია;
2.4აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებით უნარების განვითარება;
2.5მოსწავლეთა ინიციატივების  წახალისება;

2.6.მოსწავლეთა ცოდნის და გამოცდილების შეძენა.
2.7. ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება.
2.8. შეიძენენ ჯგუფში მუშაობის, გადაწყვეტილების მიღებასა და პრეზენტაციის წარმართვის გამოცდილებას.
 2.9კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობარომელიც ემსახურება კლუბის მიზნებსინტერესებსორიენტირებულია შედგეზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

3. კლუბში გაწევრიანება :
3.1. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
3.2. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის III და IV კლასის მოსწავლერომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს.
3.3. კლუბის წევრობის მსურველმა უნდა შეავსოს განაცხადი.
3.4. კლუბის წევრებზე გაიცემა კლუბის წევრის მოწმობა.
3.5 კლუბში გაწევრიანებაზე გადაწყეტილება მიიღება კლუბის კურატორის მიერ.
3.6 კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაშიდაიცვასწესდების მოთხოვნებიშეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
3.7. კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზერომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან.
3.8. კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზეასევეკლუბის საერთო კრების გადაწყვეტილებით, როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს და სკოლის დამთავრების შემდეგ.

4.კლუბის სტრუქტურა,მართვა და გადაწყვეტილებების მიღება:
4.1. კლუბი შედგება კლუბის წევრებისგან,- მოსწავლეთა ჯგუფი, კურატორი მასწავლებელი,
 კლუბის კურატორი მასწავლებლის ფუნქციები:
 ა) წლის განმავლობაში წარმართავს საკლუბო მუშაობას;
 ბ) საკლუბო მუშაობის დაწყებამდე სკოლის ვებ– გვერდზე/სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე/პირად ბლოგზე განათავსებს შემდეგ ინფორმაციას:
·         კლუბის სახელწოდება და შესაბამისი ატრიბუტიკა;
·         კლუბის წესდება;
·         კლუბის სამუშაო გეგმა;
·         განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის;
საკლუბო მუშაობის პერიოდში:
სკოლის ვებ–გვერდზე ან სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე ან პერსონალურ გვერდზე ეტაპობრივად ატვირთავს საკლუბო აქტივობების ამსახველ ფოტო ან ვიდეომასალას.
კურატორი მასწავლებელი საკლუბო მუშაობის დასრულებისას წარმოადგენს რეფლექსიას საკლუბო მუშაობაზე:
ა) მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა;
ბ)რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად, რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
გ)რომელ კომპონენტში იყო საკლუბო მუშაობა ყველაზე წარმატებული და რატომ;
დ)რა სარგებელი მიიღეს კლუბში გაწევრიანებულმა მოსწავლეებმა?
ე)რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
ვ)მოხდა თუ არა მუშაობის პროცესში აქტივობების დამატება და ან მოდიფიცირება და რატომ?
ზ)რას გავითვალისწინებთ მომავალში მსგავსი საქმიანობის განხორციელებისას?




5. კლუბის მუშაობა
5.1. სემესტრში კლუბი იკრიბება  კვირაში ერთჯერ.
5.2. კლუბის შეკრებები იტვირთება კურატორის პირად ბლოგსა და სოციალურ ქსელში.

6. კლუბის რეორგანიზაცია და საქმიანობის შეწყვეტა:
6.1. კლუბის რეორგანიზაცია (შეერთებამიერთებაგამოყოფა გარდაქმნა)ხორციელდება ამ დებულებით.
6.2 კლუბის ლიკვიდაცია ხდებასაერთო კრების გადაწყვეტილებით ან მიზნებისმიღწევის შემთხვევაში.

7დასკვნითი დებულება:
7.1. წინამდებარე წესდება ძალაში შედის კლუბის ამოქმედებისთანავე.
7.2. ამ წესდებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ საერთო კრებისგადაწყვეტილებით.




საკლუბო  მუშაობის პროგრამა- I სემესტრი

თვე და რიცხვი
                              სამუშაო პროგრამა
       01.10 2019
საკლუბო  მუშაობის მიზნების გაცნობა.წესდების შემუშავება. ლოგოს შერჩევა.
08.10.2019
გურამ რჩეულიშვილის ,,ბაბუა, შვილიშვილი და თოვლის ბაბუა“ 
15.10.2019
ვაჟა-ფშაველას ,,შვლის ნუკრის ნაამბობი" (ნაწყვეთი)
22.10.2019
ვაჟა-ფშაველას ,,შვლის ნუკრის ნაამბობი"
29.10.2019. 
ჯონათავ სვიფტის ,,გულივერის მოგზაურობა".
06.11.2019
ტარიელ ხავთასი ,, სპილო მოსწავლის ჩანთით."
13.11.2019
ტარიელ ხავთასის  ,, სპილო მოსწავლის ჩანთით" 
20.11.2019
      რევაზ ინანიშვილი ,,პატარა ბიჭების ფიქრები"
27.11.2019
იაკობ გოგებაშვილის ,, ცოტნე დადიანი".


საკლუბო მუშაობის პროგრამა- II სემესტრი.



,,ალექსანდრე მაკედონელი " ( ნაწყვეტი)
რევაზ ინანიშვილის ,,დედა"
ექვთიმე თაყაიშვილი ( ნაწყვეტი)
ექვთიმე თაყაიშვილი ( ნაწყვეტის კითხვა ანალიზი და ფილმის ყურება)
,,ჩემი ქვეყნის ისტორია"-განხილვა
,,ჩემი ქვეყნის ისტორი"-წმინდა ნინო და საქართველოს გაქრისტიანება

იაკობ გოგებაშვილის ,,ჭკვიანი ძაღლი"
      ჩემი ქვეყნის ისტორია- ,,სულხან-საბა ორბელიანი"
ჩემი ქვეყნის ისტორია- ,,ლეგენდა ოქროს საწმისზე"
შემაჯამებელი  შეხვედრა.




01.10 პირველი შეხვედრა.
1. მოსწავლეებმა შეავსეს განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების  შესახებ. 
2. დაურიგდათ კლუბის წევრობის მოწმობები. 
3. შევიმუშავეთ  კლუბის წესდება და გავეცანიო თუ რ უფლებები და მოვალეობები გვაქვს თითოეულ წევრს.
4. შევარჩიეთ კლუბის ლოგო.











ბავშვებს ჩავუტარე პატარა აქტივობა- ფერად ფურცლებზე დაწერეს  -,,ჩემი მოლოდინი", თუ რას ელოდებიან კლუბური მუშაობისაგან და თვითონვე გააკეთეს პრეზენტაცია.


08.11.2018.  საკლუბო მუშაობის მეორე შეხვედრა.
       ბავშვებს დავურიგე ტექსტი - გურამ რჩეულიშვილის ,,ბაბუა, შვილიშვილი და თოვლის ბაბუა“ და ფერადი წებოვანი ფურცლები.     დავავალე- ინდივიდუალურად წაეკითხათ  და სამი სიტყვა, რომელსაც ჩათვლიდნენ, რომ მნიშვნელოვანი იყო ტექსტის გასაგებად, ამოეწერათ წებობან ფურცლებზე.
      მოსწავლეებმა ამოწერეს სხვადასხვა სიტყვები. დავთვალეთ, რომელი სიტყვები მეორდებოდა და, გამოიკვეთა შემდეგი სიტყვები - თოვლი, ბაბუა, შვილიშვილი.
       ასევე,  დავავალე ,  დაეწერათ თითო-თითო კითხვა ტექსტიდან გამომდინარე . 

      შემდეგი აქტივობა იყო, სწორედ, ამ შეკითხვებძე პასუხეის გაცემა




15.11.2018. საკლუბო მუშაობის მესამე შეხვედრა.

თემა: ვაჟა-ფშაველას ,,შვლის ნუკრის ნაამბობი" (ნაწყვეტი)
  აქტივობა:  კითხვა , ანალიზი.
ბმოსწავლეებმა თვითონ მოძებნეს საჭირო რაოდენობის  წიგნები ბიბლიოთეკის თაროებზე. რამაც ხალისი შესძინა  შეხვედრას და მოტივაცია აუმაღლა მოსწავლეებს. კითხვის დაწყებამდე , ინტერესით ,,ფუსფუსებდნენ" წიგნებთან.

შეხვედრა.

თემა:
 ვაჟა-ფშაველას ,,შვლის ნუკრის ნაამბობი" 
  აქტივობა:  კითხვა , ანალიზი.
მოსწავლეებმა წაიკთხეს მოთხრობა ,,შვლის ნუკრის ნაამბობი" .
კითხვა-ანალიზის შემდეგ, შეავსეს სქემები- ,,გამოხმაურება წაკითხულ

29.11.2018. საკლუბო მუშაობის
მეოთხე შეხვედრა.

თემა:
 ჯონათან სვიფტის ,,გულივერის მოგზაურობა". (ნაწყვეტი)
  აქტივობა:  კითხვა , ანალიზი.
კითხვა- ანალიზის შემდეგ, მოსწავლეებმა შეავსეს  ,,მოვლენების ჯაჭვი".
    ბავშვებს ძალიან დააინტერესათ, რა მოხდებოდა შემდეგში, ამიტომ გადაწყვიტეს, გაგრძელება  სახლში წაიკითხონ.


No comments:

Post a Comment