Friday, May 24, 2019

სასწავლო პროექტი




 სასწავლო პროექტი


სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
   ლენა კაპატაძე
რაიონი
ვანი
სკოლა
ისრითის საჯრო სკოლა
სოფელი
დიხაშხო
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება      
ბუნება და ლიტერატურა

თემის შინაარსი 
 რა დატვირთვა აქვს ბუნებას  ლიტერატურულ ნაწარმოებებში? რა  ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ბუნებას ადამიანზე, კერძოდ ბავშვზე?
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
დონე/კლასი  
 დაწყებით  საფეხური, მეექვსე კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
 ათი  სასწავლო დღე     (  1 ---   1 4 მაისი  -2019 წელი )
თემის საფუძვლები
პროექტის დასახელება-  „ბუნება და ლიტერატურა“
პრობლემა-   მოსწავლეებს არ აქვთ პროექტზე მუშაობის გამოცდილება, უჭირთ  ჯგუფური თანამშრომლობა და პასუხისმგებლობის გადანაწილება.
პროექტის აქტუალურობა-პროექტი აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეები გაივლიან პროექტზე მუშაობის პრაქტიკას, ისწავლიან ინტერნეტიდან საჭირო ინფორმაციის, სურათების მოძიებას,  წაიკითხავენ ლიტერატურულ ნაწარმოებებს, ამოძებნიან ტექსტში პეიზაჟის ეპიზოდებს, დააკვირდებიან პერსონაჟის განწყობას ბუნების მომაჯადოებელი ძალის   ფონზე, ამოიცნობენ მწერლის ჩანაფიქრს ,  შესაბამისად აიმაღლებენ ცოდნის დონეს .
მიზანი-ინფორმაციის მოძიების უნარის განვითარება. ინფორმაციის დახარისხების უნარის განვითარება.
მსჯელობისა და ბუნების მშვენიერების აღქმის უნარის  განვითარება. რაოდენობრივი კვლევითი უნარების განვითარება(რესპოდენტების პასუხების მიხედვით).
ისწავლიან ინტერნეტის მოხმარებას მიზნობრივად.
პრეზენტაციის უნარის განვითარებას.
ამოცანები და განხორციელების გზები.
პირველი ეტაპი:
 სამოტივაციო გაკვეთილი.
ასოციაციური რუკის შედგენა;  რომელი ნაწარმოებები გახსენდებათ , რომელშსიც დიდი
როლი ბუნების მომაჯადოებელ ძალას უჭირს(მაგ. ,,იავნანამ რა ჰქმნა“... ,,შვლის ნუკრის  ნაამბობი“...)
 მინი ლექცია ლიტერატურულ ნაწარმოებებში ბუნების  ამსახველი ეპიზოდების როლზე.
სლაიდშოუს ჩვენება.
კითხვა-პასუხი თემის ირგვლივ.
ჯგუფებად განაწილება,  ჯგუფში დავალებების განაწილება. ჯგუფის ლიდერების შერჩევა.
მეორე ეტაპი:
  ლიტერატურის შერჩევა (მაგ. ,,იავნანამ რა ჰქმნა“... ,,შვლის ნუკრის  ნაამბობი“...) , ინტერნეტიდან
მასალების მოძიება.
მოძიებული მასალის დახარისხება.
ინტერვიუების ჩაწერა , (რა როლი აქვს ბუნებას რესპოდენტის ცზოვრებაში)
საპრეზენტაციო ჩანაწერების მომზადება.
ნახატებზე მუშაობა.
ფანტასტიკური მოთხრობის დაწერა ჯგუფურად, პეიზაჟის ჩაპთულობით.
პეიზაჟის დახატვა (შეძლებისდაგვარად)
მესამე ეტაპი -,,პრეზენტაცია“
მოსწავლეების თვითშეფასება კითხვარით.
ჯგუფების შეფასება ჩემს მიერ შეფასების რუბრიკის მიხედვით.
განხორციელების გზები:
პირველ ეტაპზე ვმონაწილეობთ მასწავლებელი და მოსწავლეები. სლაიდშოუს ვქმნი წინასწარ და ვაჩვენებ გაკვეთილზე, ამით ვაძლიერებ მათ მოტივაციას . კიდევ უფრო ინტერესდებიან და ხალისით ინაწილებენ დავალებებს ჯგუფებში. ამავე დროს ვადგენ მათ არსებულ ცოდნის დონეს და აქცენტი გადამაქვს ისეთ საკითხებზე რომელთა შესწავლა მოითხოვს  ჯგუფურ თანამშრომლობას, ურთიერთდახმარებას  ყოველგვარი რესურსით ადამიანური თუ ტექნიკური.
მეორე ეტაპი მიმდინარეობს ჩემგან დამოუკიდებლად, მხოლოდ მეთვალყურეობას ვახდენ ჯგუფებზე. მოსწავლეები იწერენ ინტერნეტიდან ინფორმაციებს, აანალიზებენ, ახარისხებენ, ამზადებენ საპრეზენტაციოდ.  მუშაობაში ჩართულები  არიან მშობლები, თემის წარმომადგენლები -ისინი აკმაყოფილებენ ბავშვების ცნობისმოყვარეობას.ხდება მიკროფონის მოხმარების დაუფლება, აიპადით ჩაწერა, შემდეგ ჩანაწერების გადატანა მეხსიერების ბარათზე.
მესამე ეტაპზე ვმონაწილეობთ მასწავლებელი, მოსწავლეები, ასევე ჩვენი სკოლის ისტ-ის პედაგოგი, რომელიც დაეხმარება ბავშვებს დიდ ეკრანზე წარმოადგინონ საპრეზენტაციო მასალა. გვესწრებიან  პრეზენტაციაზე  მშობლები და  მასწავლებლები.
მოსალოდნელი შედეგები
პროექტის შედეგებია: ნახატების გამოფენა, საპრეზენტაციო ჩანაწერები, სოფლის თემის წარმომადგენლების მოსაზრებების ვიდეოჩანაწერები..ბუნება  მოძიებულ ფილმი „იავნანა რა ჰქმნა“.
შეფასება და თვითშეფასება

          პროექტში  მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
საშუალო
საშუალოზე მაღალი
კარგი
თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან
ცდილობს თანამშრომლობას.
თანამშრომლობს ჯგუფთან.
თანამშრომლობს ჯგუფთან და ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას.
აკეთებს ზეპირ პრეზენტაციას:
აზრს თანმიმდევრულად გადმოსცემს.
მსჯელობს საკითხის ირგვლივ.
პასუხობს დასმულ კითხვებზე.
წარმოადგენს ნახატს.
წარმოადგენს ნაძერწს.
 ვერ ახერხებს ნაშრომის სათანადოდ წარმოჩენას.
კარგად წარმოაჩენს ნაშრომს, უჭირს კითხვებზე პასუხი.
წარმოაჩენს ნაშრომს, პასუხობს დასმულ შეკითხვებს.
ურთიერთობს თემის წარმომადგენლებთან
ახერხებს კითხვის დასმას, მოსმენას.
სვამს კითხვებს, უსმენს ინტერესით.
სვამს კითხვებს, ისმენს ინტერესით, იყენებს ურთიერთობისას ზრდილობიანი მიმართვის ფორმებს.

მოსწავლეთა თვითშეფასების კითხვარი
ხალისით ვმუშაობდი პროექტზე?
დიახ
არა
საინტერესო იყო პროექტზე მუშაობა?
დიახ
არა
ვთანამშრომლობდი ჯგუფის ყველა წევრთან?
დიახ
არა
შევძელი ჩემს მიერ მოძიებული ინფორმაციის წარდგენა?
დიახ
არა
რომელი ეტაპი უფრო საინტერესო იყო?
პროექტზე მუშაობის პროცესი
პრეზენტაცია
ვიმუშავებ კიდევ ახალ პროექტზე?
დიახ
არა

ჩემი თვითშეფასების რუბრიკა
პროექტის დაგეგმვის დროს გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები
დიახ
არა
პროექტში მონაწილეობდა ყველა მოსწავლე?
დიახ
არა
მივაღწიე მოსალოდნელ შედეგებს?
დიახ
არა
პროექტი გაწარილ დროში შესრულდა?
დიახ
არა


              პროექტის დროის ტაბულა
პირველი ეტაპი-45 წუთი.
მეორე ეტაპი- ათი დღე
მესამე ეტაპი-60 წთ.
                 პროექტის ბიუჯეტი
მეხსიერების ბარათი-15 ლარი
              პროექტის რისკ ფაქტორები:
0-ნული
              პროექტის ანგარიში
პირველი ეტაპის ანგარიში
პირველი ეტაპის მიზანი იყო აღმეძრა ინტერესი ბავშვებში თემის მიმართ, ასევე დაგვეგეგმა პროექტზე მუშაობა. ვთვლი რომ მიზანს მივაღწიე.
მეორე ეტაპის ანგარიში
მეორე ეტაპის მიზანი იყო აქტიურად ემუშავა ყველა მოსწავლეს და შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება. დაკვირვების შედეგად გამოჩნდა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა მუშაობდა თავისი დავალების შესაბამისად ,ხოლო მცირე ნაწილი (ვერ გრძნობდა თავის მოვალეობას ჯგუფში.
მესამე ეტაპის ანგარიში
პრეზენტაციის ეტაპზე სამმა ჯგუფმა სრულყოფილად და ამომწურავად შეძლეს მასალების წარმოდგენა. ჯგუფმა წარმოადგინა მოძიებული მასალები, მაგრამ უჭირდათ ზეპირად წარმოდგენა მოძიებული მასალების.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ მოსწავლეთა მშობლები, კათედრის წევრები, სკოლის სასწავლო ნაწილისნ გამგე. დამსწრე საზოგადოებამ შეაფასა ჩვენი პროექტი დადებითად. შეაქეს ბავშვები. 
   

No comments:

Post a Comment