ბულბულისა და მუშის იგავი
ეზოპე
ერთი მუშა მთელი ზაფხულის განმავლობაში ტკბებოდა ბულბულის გალობით. ისე სიამოვნებდა კაცს მისი სიმღერა, რომ დახარბებულმა ერთ ღამესაც მახე დაუგო ბულბულს და დაიჭირა.
„ხომ დაგიჭირე!“
– წამოიძახა მან და თან სიხარულის ცრემლები სცვიოდა. „ამიერიდან შენ მუდამ ჩემთან იქნები და მიმღერებ.“
„ბულბული არასდროს მღერის გალიაში.“
– უთხრა ჩიტმა მუშას.
„თუ არ იმღერებ შეგჭამ!“
– უპასუხა მუშამ მას. „ხშირად მსმენია, რომ ბულბულებს გემრიელი ხორცი აქვთ.“
„ნუ
მომკლავ, გთხოვ.“
– შეევედრა მუშას ბულბული. „გამათავისუფლე და სამ რამეს გეტყვი, რომელიც ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე ჩემი გამხმარი სხეული.“
მუშა დათანხმდა ბულბულს და გალიიდან გამოუშვა. ბულბული ხის ტოტზე შემოჯდა და კაცს უთხრა:
„პირველი: არასოდეს ენდო სხვის დაპირებას. მეორე: ყოველთვის დააფასე ის, რაც გაქვს. და მესამე: სინანული ვერ დაგიბრუნებს იმას, რაც უკვე დაკარგულია…“
ამ სიტყვების შემდეგ ბულბული გაფრინდა და უკან არასოდეს დაბრუნებულა
• წავიკითხოთ იგავ-არაკი
• განვსაზღვროთ დასმული პრობლემა შეკითხვების დახმარებით
• გამოვხატოთ პოზიციები
• ჩავატაროთ გონებრივი იერიში
• გავესაუბროთ ავტორს
• მოცემული თემატური ერთეულიდან დაასახელეთ კონკრეტული აქტივობა/აქტივობები,
რომლებიც ავითარებს მოსწავლეებში კრიტიკულ აზროვნებასა და პრობლემის გადაჭრის უნარს.
• კიდევ რა სახის აქტივობებით შეიძლება თემატური ერთეულის გამდიდრება, რომ იგი უფრო
მეტად იყოს ორიენტირებული მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის
გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარებაზე.
----